აშშ-ს სურს გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღსადგენად გამოიყენოს – ამბობს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდი. სახელმწიფოები, მოკავშირეებთან ერთად განიხილავენ თუ როგორ მოიზიდონ რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული 300 მილიარდი დოლარი.
ნულანდმა ასევე განაცხადა, რომ კონგრესის მხარდაჭერით, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტს აქვს ახალი უფლებამოსილება გამოიყენოს რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული უკანონო აქტივები უკრაინის აღდგენის მიზნით.
- “სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ რუსეთმა გადაიხადოს იმისთვის, რაც გაანადგურა. […] თებერვალში ჩვენ გამოვაცხადეთ პირველი ტრანში 5,4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ამ უფლებამოსილებით და მოგვიანებით იქნება მეტი განცხადებები”, – განაცხადა ნულანდმა.