აშშ–ს წარმომადგენელთა პალატის სპიკრის, ნენსი პელოსის სახლში, სან ფრანცისკოში მის ქმარზე თავდასხმა მოხდა. მას მრავალრიცხოვანი ტრავმები აქვს. 82 წლის პოლ პელოსი სახლში შეჭრილმა კაცმა სცემა. მოტივები ჯერჯერობით უცნობია.
პელოსის საიტზე ნათქვამია, რომ მისი ქმარი ჰოსპიტალიზებულია და ის ბოლომდე უნდა გამომჯობინდეს. თავდამსხმელი დაკავებულია.
თავად პელოსი თავდასხმის მომენტში, ადგილობრივი დროით პარასკეს დილით, ვაშინგტონში იმყოფებოდა.
“სპიკერი და მისი ოჯახი მადლობელნი არიან გადაუდებელი დახმარების სამსახურების და მედიკოსების და ახლა ყველას სთხოვენ სიმშვიდე არ დაურღიონ“– ამბობენ პელოსის ოფისში.
ამერიკული მედიის ანონიმური წყაროების თქმით, თავდამსხმელი უროთი იყო შეიარაღებული. სააგენტო ასოშეითედ პრესი წერს, რომ პოლ პელოსიმ თავის და სხეულის სხვა ნაწილების სერიოზული ტრავმები მიიღო. ამასთან, სიბიესი–ს წყაროები ამბობენ, რომ თავდამსხმელმე შენობაში შესასვლელად ურო გამოიყენა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გამოიყენა თუ არა მან ურო პოლ პელოსიზე თავდასხმისას. ცნობილია ასევე, რომ თავდამსხმელი ყვიროდა: “სად არის ნენსი?!“
ნენსი პელოსი აშშ–ს ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია. 2021 წელს ის მეოთხედ აირჩიეს კონგრესის ქვედა პალატის თავმჯდომარედ. ეს კი ნიშნავს, რომ თუ ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი რაღაც მიზეზების გამო ვერ შეძლებენ მოვალეობების შესრულებას, საპრეზიდენტო უფლებამოსილება პელოსის ხელში გადადის.