შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
დახმარებაში შედის ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინებიც, რომლებსაც აშშ უკრაინას გადასცემს.
საერთო ჯამში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან აშშ-ის დახმარება უკრაინისადმი 1,7 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
ასევე, გუშინ, 5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას დაუყოვნებლივ გაუგზავნის Switchlade-ის უპილოტო საფრენ აპარატს. აღნიშნულის შესახებ, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
კერძოდ, გაიგზავნება Switberland 600 და 300 გაიგზავნება, რომელსაც, თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია, AeroVironment-ის მიხედვით, სამიზნე 40 წუთზე მეტ ხანს შეუძლია მიიზიდოს.