ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთი ძალების მოქმედებებს უკრაინაში სამხედრო დანაშაულად აფასებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
“გასულ კვირას მე გამოვეხმაურე პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებას, რომელიც დაფუძნებულია ნგრევისა და ტანჯვის უთვალავ სურათზე, რომლებიც ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ომის დანაშაულები ჩაიდინეს პუტინის ძალებმა უკრაინაში. მაშინ აღვნიშნე, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიზანმიმართული დამიზნება ომის დანაშაულია. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი და აშშ-ის მთავრობის სხვა ექსპერტები დოკუმენტირებდნენ და აფასებდნენ პოტენციურ სამხედრო დანაშაულებებს უკრაინაში.
დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ამჟამად არსებული ინფორმაციის საფუძველზე, აშშ-ს მთავრობა აფასებს, რომ რუსეთის ძალებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები უკრაინაში”,– აცხადებს ბლინკენი.
მისი განმარტებით, აშშ-ს შეფასება ეფუძნება საჯარო და დაზვერვის წყაროებიდან მიღებული ინფორმაციების დეტალურ ანალიზს.
“აშშ-ს მთავრობა გააგრძელებს ომის დანაშაულების შესახებ მოხსენებების თვალყურის დევნებას და საჭიროებისამებრ გაუზიარებს ჩვენს მიერ შეგროვებულ ინფორმაციას მოკავშირეებს, პარტნიორებს და საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს. ჩვენ მზად ვართ მივყვეთ ანგარიშვალდებულებას ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის სისხლისსამართლებრივი დევნით”,– წერია ბლინკენის განცხადებაში.