აშშ უკრაინელ სამხედროებს Patriot-ებზე დაჩქარებულად გაწვრთნის – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.
”უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტმა ამერიკაში აჩვენა რამდენად მნიშვნელოვანია აშშ უკრაინისთვის და ასევე რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინა შეერთებული შტატებისთვის.[..]ეს ნაბიჯი კარს უხსნის სხვა ქვეყნებს იგივეს გასაკეთებლად”, – აღნიშნა კულებამ.
მისი თქმით, აშშ-ს მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა საჰაერო თავდაცვისთვის, რომ უკრაინელი სამხედროების წვრთნა ჩვეულებრივზე სწრაფად დაასრულოს “ბრძოლის ველზე ამ იარაღის გამოყენების ხარისხზე ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე”.
სწავლების ვადებზე საუბრისას კულებამ განაცხადა, რომ ეს იქნება “ექვს თვეზე ბევრად ნაკლები”.
ერთი Patriot-ის ბატარეას დაახლოებით 90 ჯარისკაცი მართავს და მოიცავს კომპიუტერებს, ბრძოლის მართვის სისტემას, ეტაპობრივ რადარს, ელექტროენერგიის გამომუშავების აღჭურვილობას და რვამდე გამშვებს.