აშშ უკრაინისთვის 175 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებს.
ბლინკენის განცხადებით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემების აღჭურვილობას, დამატებით ამუნიციას HIMARS-ის სისტემებისთვის, მაღალი სიჩქარის რადიაციის საწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს.
“თუ კონგრესი ეროვნული უსაფრთხოებისთვის დამატებითი დაფინანსების შესახებ პრეზიდენტის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ეს უსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთი ბოლო პაკეტი იქნება, რომლის მიწოდებასაც შევძლებთ უკრაინისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.