Reuters ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს.
აღნიშნული აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის გადაცემული პირველი სამხედრო პაკეტი იქნება, იმის ფონზე, რომ „რესპუბლიკელები” აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უკრაინისთვის განკუთვნილ 60 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის კენჭისყრაზე გატანას ბლოკავენ.
გამოცემას წყარო ეუბნება, რომ პაკეტის გადაცემის შესახებ არაუგვიანეს სამშაბათს გამოცხადდება.