აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ვერ ისაუბრეს სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე, თუმცა ყურადღებით აკვირდებიან მის მდგომარეობას.
“მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე მე ვერ ვისაუბრებ. ვიცი, რომ ბევრი ქართველის ყურადღების ცენტრშია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდებიან მის მდგომარეობას და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს”,– თქვა დეგნანმა.
მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია ამასთან ერთად, რომ ყურადღების ცენტრში იყოს არჩევნების მეორე ტური.
“ასევე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების მეორე ტურზეც ვიყოთ ფოკუსირებული. მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნოდ კანდიდატებმა ამომრჩევლებს გააცნონ პლატფორმები, იდეები და პროგრამები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო რამდენიმე კვირა არჩევნებამდე იყოს მშვიდი და შესაფერისი იმისთვის, რომ ჩატარდეს კარგი არჩევნები. ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მეთვალყურეობას. ამომრჩევლებს იმის საშუალება უნდა მიეცეთ, კანდიდატებს მოუსმინონ და გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი”,– აღნიშნა კელი დეგნანმა.