აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის უვადოდ დამტკიცებას ეხმაურება და წერს, რომ ამის გამო აშშ ღრმად შეშფოთებულია.
“შეერთებულ შტატები ღრმად შეშფოთებულია 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცების გამო. ამბიციური სასამართლო რეფორმა გადამწყვეტია საქართველოს წარმატებისთვის”,– წერს ბლინკენი.
The United States is deeply troubled by the Georgian Parliament’s approval of Supreme Court nominees in contravention of the April 19 agreement. Ambitious judicial reform is critical to Georgia's success.
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) July 16, 2021
12 ივლისს საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების და შარლ მიშელის შეთანხმების მიუხედავად, პარლამენტმა 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა.
ეს მოსამართლეები არიან: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, რევაზ ნადარია, ბიძინა სტურუა, ლაშა ქოჩიაშვილი;