აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 2 731 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 45 039-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის“ მონაცემებზე დაყდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 37 179-ით მოიმატა და დაინფიცირებულთა რიცხვმა 824 438-ს მიაღწია.
„სიენენის“ განმარტებით, არ არის გამორიცხული, გარდაცვლილთა სტატისტიკამ ზრდა მომავალი დღეების განმავლობაშიც განაგრძოს, რაც განპირობებულია იმით, რომ ზოგიერთმა შტატმა მონაცემებში კორონავირუსით „სავარაუდოდ გარდაცვალების“ შემთხვევებიც დაამატა.