აშშ–ში პოლიციამ უკრაინაში გასაგზავნად მოქალაქეებისგან იარაღის შესყიდვა დაიწყო

გამოცემა  The Washington Post წერს, რომ მაიამის პოლიციამ იარაღის შესყიდვა დაიწყო, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინელებს გადასცემს.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ მაიამიში დაიწყო პროგრამა Guns 4 Ukraine, რომელიც მოსახლეობისგან იარაღის შესყიდვას და უკრაინაში გაგზავნას გულისხმობს.

ადგილობრივი პოლიციელები მოქალაქეებს პისტოლეტში 50 დოლარს სთავაზობენ, თოფში 100 დოლარს, ძლიერ АК-47 ან AR-15–ის კლასის “ვინტოვკაში“ კი 150 დოლარს. შაბათს, ჟურნალისტების ცნობით მაიამის ქუჩებში იარაღის ჩაბარების მსურველთა უზარმაზარი რიგები იყო.

პოლიციელები ამტკიცებენ, რომ მოქალაქეებს, ვინც საკუთარი პისტოლეტები და თოფები ჩააბარა, მისი წარმომავლობის შესახებ არაფერს ეკითხებოდნენ. მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში პოლიციამ ათეულობით იარაღი მიიღო, რომელთა ნაწილი უკრაინაში გასაგზავნად ვარგისია.

“იარაღის ნებაყოფლობითი გამოსყიდვის პროგრამები შეიძლება ეფექტური საშუალება იყოს ქუჩიდან გამოუყენებელი იარაღის მოსაშორებლად და ადგილობრივი მოსახლეობის ჩასართავად უსაფრთხეობის საკითხებში, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ეს პროგრამები დიდწილად არაეფექტურია ძალადობის შესაკავებლად, ზოგიერთი კრიტიკოსი კი ამბობს, რომ ისინი, როგორც წესი მოძველებულ და უვარგის ცეცხლსასროლ იარაღს იზიდავს“– წერს გაზეთი.