აშშ-ში ქარიშხალ „ლაურას“ 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

აშშ-ში ქარიშხალ „ლაურას“ 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 10 მოქალაქე ლუიზიანაში, 4 კი – ტეხასში დაიღუპა.

ძლიერმა ქარმა, რომლის მაქსიმალური სიჩქარე საათში 240 კილომეტრს აღწევდა, ნახევარ მილიონზე მეტი ოჯახი ელექტროენეგიის გარეშე დატოვა, დააზიანა შენობები, გზები, ავტომობილები, ლუიზიანას შტატში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში კი ხანძარი გამოიწვია.

„ლაურა“ ტროპიკული შტორმის კატეგორიამდე შემცირდა, თუმცა, ზოგიერთ შტატში ძლიერი წვიმა ჯერ კიდევ გრძელდება.