ამერიკელი ქირურგები ამტკიცებენ, რომ პირველად შეძლეს წარმატებით გადაენერგათ ღორის თირკმალი ადამიანისთვის.
ექიმებს იმედი აქვთ, რომ ეს დონორთა ორგანოების უკმარისობის პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებათ.
ტრანსპლანტაცია აშკარად ექსპერიმენტული ხასიათი ქონდა: პაციენტის ტვინმა მუშაობა შეწყვიტა, მისი სიცოცხლე კი ხელოვნურად ნარჩუნდებოდა, გამოჯნმრთელების შანსების გარეშე.
თირკმელი გენმოდიფიცირებული ღორისგან აიღეს. მოდიფიკაცია საჭირო გახდა იმისათვის, რომ ორგანიზმს უცხო სხეული არ განედევნა.
ექსპერიმენტის რეცენზირება და გამქვეყნება ჯერ არ მომხდარა.
ექსპერტები ამბობენ, რომ დღეისათვის ეს არის ამ სფეროში ყველაზე რთული ექსპერიმენტი. მსგავსი ტესტები ადრე პრიმატებზე ტარდებოდა, თუმცა ადამიანზე დღემდე არ ჩატარებულა.
ზომით ღორის ორგანოები ადამიანისას შეესაბამება, რის გამოც ისინი ტრანსპლანტაციისთვის ხელსაყრელია.
ოპერაცია ნიუ იორკის ქირურგიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრ Langone Health–ში ჩატარდა. ოპერაციის დროს ქირურგებმა დონორის თირკმელი რეციპიენტის სისხლძარვებთან შეაერთეს, რათა შეემოწმებინათ, იფუნქციონირებდა ის ნორმალურად შეერთების შემდეგ თუ ორგანიზმი მას უარყოფდა.
შემდგომი ორი დღის განმავლობაში ისინი ყურადღებით აკვირდებოდნენ თირკმელის მუშაობას.
წამყვანი მკვლევარი რობერტ მონტგომერი ამბობს:
“ჩვენ ვაკვირდებოდით თირკმელს, რომელიც ძირითადად ადამიანის თირკმელის ტრანსპლანტივით მუშაობდა და თავსებადი აღმოჩნდა იმ თვალსაზრისით, რომ ნორმალური ადამიანური თირკმლის ყველა ფუნქციას ასრულებდა.“
ექიმები აღიარებენ, რომ ახალ მეთოდს ეთიკური მხარეც აქვს, თუმცა შეგვახსენებენ, რომ ტრანსპლანტაციის მომლოდინე ადამიანების 40% დონორის ორგანოს წლობით ელოდება და ისე კვდება, რომ ვერ იღებს.
ექიმი მარიამ ჰოსრავი, რომელიც დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალურ სამსახურში მუშაობს თვლის: “ეს მხოლოდ იმიტომ არ უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. ჩემი აზრით ამ კითხვებზე პასუხები მთლიანად საზოგადოებამ უნდა გასცეს.“
ოპერაციის წარმატების მიუხედავად ექიმები თვლიან, რომ ადამიანების ორგანოების შერჩევა ტრანსპლანტაციისთვის ჯერჯერობით პრიორიტეტად რჩება. ახალი ტექნოლოგია მრავალ კლინიკურ ცდას საჭიროებს, სანამ ყოველდღიურ რეალობად იქცევა.