შეერთებულ შტატებში 20 წელზე მეტი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს ანა მონტესი, ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯაშუში.
მონტესი, რომელიც ახლა 65 წლისაა, პენტაგონის სადაზვერვო სააგენტოში ანალიტიკოსად მუშაობდა და კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობდა.
2001 წელს მისი დაპატიმრების შემდეგ, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მან თითქმის მთლიანად გაამხილა აშშ-ს სადაზვერვო ოპერაციები კუნძულზე.
ერთ-ერთი მათგანის თქმით, მონტესი იყო ერთ-ერთი ყველაზე საშიში აგენტი, რომელიც ამერიკის სადაზვერვო სააგენტოებს ოდესმე დაუკავებიათ და მან დიდი ზიანი მიაყენა შეერთებულ შტატებს.
მიშელ ვან კლივმა, კონტრდაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს, 2012 წელს კონგრესს განუცხადა, რომ მონტესმა კუნძულზე ამერიკელი აგენტების ყველა საქმიანობის კომპრომეტირება მოახდინა .
„კუბელებმა კარგად იცოდნენ ყველაფერი, რაც ჩვენ მათ შესახებ ვიცოდით და შეეძლოთ ამის სასარგებლოდ გამოყენება. გარდა ამისა, მან შეძლო გავლენა მოეხდინა კუბაში სიტუაციის შეფასებაზე კოლეგებთან საუბრისას და ასევე იპოვა შესაძლებლობა მიეწოდებინა მოპოვებული ინფორმაცია სხვა სახელმწიფოებისთვის„- თქვა ვან კლივმა.
მას შემდეგ, რაც მონტესი დააკავეს, მას ბრალი დასდეს ოთხი ამერიკელი დაზვერვის ოფიცრის ვინაობისა და უზარმაზარი საიდუმლო მასალის გამხელაში. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენის გამოტანისას მოსამართლემ თქვა, რომ მისმა ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა მთელი ამერიკელი ერის უსაფრთხოებას.
ცივი ომის მრავალი სხვა ცნობილი ჯაშუშისგან განსხვავებით, ანა მონტესი მოტივირებული იყო იდეოლოგიური მოსაზრებებით და არა პირადი სარგებლით. მას არ მოსწონდა რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის მოქმედება ლათინურ ამერიკაში და მრავალი თვალსაზრისით სწორედ ამან უბიძგა ეთანამშრომლა კუბის დაზვერვასთან.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის მოხსენებაში ნათქვამია, რომ მონტესი აღშფოთებული იყო, ამერიკის მხრიდან მემარჯვენე მეამბოხე ჯგუფის “კონტრასის“ მხარდაჭერით, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ნიკარაგუაში ომის დანაშაულებებში და სხვა სისასტიკეში.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ მას 1984 წელს მას მიმართა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანაკურსელმა. მოგვიანებით იგი გააცნეს კუბის დაზვერვის აგენტი და ის უყოყმანოდ დათანხმდა კუბელებთან მუშაობას ნიკარაგუას დასახმარებლად.
მომდევნო წელს მონტესი ჰავანაში ჯაშუშად მომზადებისთვის გაემგზავრა და შემდეგ თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სააგენტოში დაიწყო მუშაობაშ, საბოლოოდ კი კუბის მთავრობის უფროსი ანალიტიკოსის თანამდებობამდე დაწინაურდა.
თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ის ხვდებოდა კუბელ კურატორებს ყოველ რამდენიმე კვირაში ვაშინგტონის რესტორნებში დამათ საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა. მას ახალი დავალებებს რადიოგადამცემის საშუალებით აძლევდნენ, რომელიც მოკლე ტალღებზე მუშაობდა.
2001 წლის სექტემბერში ის დააკავეს მას შემდეგ, აშშ-ს დაზვერვის ოფიცრებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მთავრობის თანამშრომელიკუბის სასარგებლოდ ჯაშუშობდა.
გათავისუფლების შემდეგ მონტესი მეთვალყურეობის ქვეშ ხუთი წელი იქნება. მას ასევე ეკრძალება მთავრობაზე მუშაობა ან უცხოელ აგენტებთან ნებართვის გარეშე დაკავშირება.
თუმცა, FBI თვლის, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მან კავშირები კავშირებს თავის კუბელ კურატორებთან.
„მისი ცხოვრების ეს ნაწილი უკან დარჩა“, – უთხრა CBS-ს პიტ ლაპმა, ერთ-ერთმა აგენტმა, რომელმაც მონტესი დააკავა.