აშშ 50-ზე მეტ უკრაინელ ჯარისკაცს ჰაუბიცების გამოყენებაში ავარჯიშებს

აშშ უკრაინელ ჯარისკაცებს წვრთნის ჰაუბიცის არტილერიის გამოსაყენებლად. ინფორმაციას CNN ავრცელებს აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

ოფიციალური პირის ცნობით, სწავლება უკრაინის ფარგლებს გარეთ ტარდება და დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

”ეს არის უკრაინელების მცირე რაოდენობა, 50-ზე ოდნავ მეტი. ისინი გაივლიან ტრენინგს ჰაუბიცების გამოყენებაზე და შემდეგ შეძლებენ, დაბრუნდნენ უკრაინაში და მოამზადონ თავიანთი კოლეგები”,– თქვა მან.

დღეს აშშ-დან ჰაუბიცი ევროპაში ჩავიდა, საიდანაც უკრაინაში გაიგზავნება.