“აი, ის დამოკიდებულება, რაც 300-მა ევროპარლამენტარმა აჩვენა, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხის, რომლის 80% არის მომხრე ევროპაში გაერთიანების. აი ეს არის აღმაშფოთებელი, მათ აჩვენეს სრული უპასუხისმგებელობა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების მიმართ. სტატუსი მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ის დამოკიდებულება გავიგოთ, რა დამოკიდებულება აქვთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს”

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.