აჩვენეთ მტრის ჯარისკაცების ჩაბარების ფაქტები! რუსული ჯარები პუტინმა მოატყუა – გერაშენკო მედიას დახმარებას სთხოვს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო აცხადებს, რომ რუსი ჯარისკაცები ვლადიმერ პუტინმა მოატყუა და არც კი უთხრა, რომ უკრაინაზე თავდასხმას აპირებდა. გერაშენკო უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტებს მიმართავს და დახმარებას სთხოვს, მისი თქმით,  რუსი სამხედროები ხშირად უბრძოლველად ნებდებიან და ეს მედიამ უნდა გააშუქოს რადგან ეს დაეხმარებათ აგრესორის დემოტივაციაში.

”მივმართავ ყველა ჟურნალისტს ცივილიზებული ქვეყნებიდან, რომლებიც ამჟამად უკრაინაში მუშაობენ! იმ საშინელი ტრაგედიის დროს, რომელიც ახლა ჩვენს მშვიდობიან ქვეყანაში ხდება, მედიის როლი უაღრესად მნიშვნელოვანია. უკრაინული მედია რუსეთის ფედერაციაში არ მაუწყებლობს. მაგრამ წამყვანი დასავლური მედია იქ უყურებს და კითხულობს.

ჩვენ ძალიან გვჭირდება თქვენი დახმარება, რათა დავანახოთ, რომ რუსული ჯარები პუტინმა მოატყუა. არც კი უთხრეს, რომ უკრაინაზე თავდასხმას აპირებდნენ თქვეს, რომ ეს ვარჯიშების გაგრძელებაა.

რუსი სამხედროები ხშირად უბრძოლველად ნებდებიან. ისინი აბსოლუტურად დეზორიენტირებული არიან და არ ესმით რას აკეთებენ უკრაინაში.

გთხოვთ აჩვენოთ მტრის ჯარისკაცების ჩაბარების ფაქტები. ეს დაგვეხმარება აგრესორის დემოტივაციაში!

ეს ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია!

ეს იქნება თქვენი წვლილი აგრესიის და მესამე მსოფლიო ომის შეჩერებაში!”- წერს გერაშენკო.