“აჩოტებს” არ გაბარებთ სად ვივლი “- ასე მიმართა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ჟურნალისტებს. მთავარი არხის ინფორმაციით, ვახტანგ გომელაური ბათუმში იმყოფება. მინისტრს არ დაუკონკრეტებია რატომ ჩავიდა აჭარაში, თუმცა ჟურნალისტს განუცხადა, რომ მას “აჩოტებს” არ ჩააბარებს.
“მინდა ბათუმში წავალ, მინდა სამცხეში, მინდა კახეთში. მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი, თქვენ არ გაბარებთ აჩოტებს მე სად ვივლი, უკაცრავად”, – განაცხადა მინისტრმა.