ბოლო 3 დღეში კორონავირუსის ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაცია 50,727–მა მოქალაქემ გაიარა, მათი უმეტესობა – 48 612 ადამიანი ფაიზერის ვაქცინას ირჩევს, მოდერნას 23 ათასზე მეტი, ყველაზე ნაკლები მსურველი კი ჩინურ სინოვაკს ჰყავს.
რეგისტრაციისას მომხმარებელს შეუძლია, აირჩიოს მაქსიმუმ სამი ვაქცინა, რომლით აცრის სურვილიც აქვს.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია სწრაფად და დაუყოვნებლივ მიიღონ ინფორმაცია COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.
წინასწარი რეგისტრაციის გავლა პორტალზე www.moh.gov.ge-ზეა შესაძლებელი.