აჭარაში კაცმა ცოლი და შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ხელვაჩაურში, სოფელ ჭარნალში, 54 წლის კაცმა ცოლი და 21 წლის შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. არსებული ინფორმაციით, ის ჩამომხრჩვალი იპოვეს.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.