აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული თურქეთის მოქალაქე, სატვირთოს მძღოლი 50 წლის მამაკაცია.
ის ბათუმის “ცხელების ცენტრში” იყო მოთავსებული, სადაც ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა და კორონავირუსი დაუდგინდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთის მოქალაქე საკუთარი სურვილით სამშობლოში გადაჰყავთ, სადაც მკურნალობას გააგრძელებს.
ცნობისთვის, აჭარაში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ადამიანი რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.