ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ბათუმში 84-ე უბანზე მობილიზებულია სამარშრუტო ტაქსები, საიდანაც მოსახლეობას საკვებ პროდუქტებს – ხახვსა და კარტოფილს ურიგებენ.
“84-ე უბნის წინ მობილიზებული იყო მიკროავტობუსები, რომლებიც დატვირთული იყო სურსათით, კარტოფილით, ხახვით… როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” კვლავ ამ მეთოდებით აგრძელებს ამომრჩევლის მოსყიდვას”, – ამბობს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, მირდატ ქამადაძე.
ასევე, ენმ-ს ინფორმაციით, მე-8 საარჩევნო უბანთან სამარშრუტო ტაქსებში სხედან “ქართული ოცნების” კოორდინატორები, რომლებიც არჩევნებს სპეციალური სიებით აკვირდებიან.