აჭარის მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს – რიჟვაძე მთავრობის სხდომას ატარებს

თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის სხდომას ატარებს, პარალელურად, მთავრობის სახლთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მოქალაქეები აქციას მართავენ. დაკავებულა რამდენიმე ადამიანი.

ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ

საპროტესტო აქციები აჭარაში რამდენიმე კვირაა უწყვეტად მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მოთხოვნებიია: ხელახალი არჩევნების ჩატარება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებაა.

დემონსტრანტებისვე თქმით, აპროტესტებენ დაწესებულ შეზღუდვებსაც და მთავრობის სახლთან გახსნიან კაფეს, შეზღუდვების დაუმორჩილებლობის ნიშნად.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან კაფე-ბარების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია.