აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კორონავირუსის გამო მაუწყებლობა შეწყვიტა

აჭარის ტელევიზიამ კორონავირუსის გამო მაუწყებლობა შეწყვიტა. ტელევიზიაში ახალი კორონავირუსი ერთ თანამშრომელს გუშინ დაუდასტურდა.

აჭარის ტელევიზიის ეთერში საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება მოხდება.

“მაუწყებელში შესვლა არის შეჩერებული. მოვიდნენ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, იწყება თანამშრომლების ტესტირება. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეჩერდეს მაუწყებლობა. ამ წუთებში უკვე ჩართულია პირველი არხი და მოხდება პირველი არხის ტრანსლირება ჩვენს ეთერში, ვიდრე არ იქნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან შესაბამისი რეკომენდაციები”. – ამბობს არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ვახო ხუზმიაშვილი.