აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობასთან ხმაურია. ოპოზიციის წევრები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი უსკოში მიმდინარე სხდომაზე დასწრებას მოითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, უსკოს 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული და აქციის მონაწილეებს უსკოს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.
ცნობისთვის, უსკოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამება მიმდინარეობს. ასევე სხდომის წევრები მეორე ტურთან დაკავშირებით იმსჯელებენ.