აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ორივე მოადგილე გადადგა

“მთავარი არხის” ინფორმაციით,  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ორივე მოადგილემ თანამდებობა დატოვა.

სულხან ღლონტის გადადგომის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ უწყებას ტოვებს გიორგი სურმანიძეც.

სულხან ღლონტმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ის აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ 2019 წელს დაინიშნა, მანამდე ის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

“მთავარის” ინფორმაციით, ორივე მათგანი საცხოვრებლად საზღვარგარეთ გადადის.