აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა.
მისი ინფორმაციით, მინისტრს ინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონია.
“არანაირი შეხება არ ჰქონდა მინისტრს 2 კვირით ადრე, მისი სამსახურებრივი დაკავებულობიდან გამომდინარე. თავდაპირველად იყო კვლევაში და იყო უარყოფითი. განმეორებითი კვლევით დადგინდა და ისიც არის სტაციონარში”, – თქვა შავიშვილმა.
ის ასევე აღნიშნავს, დღეს აჭარაში დადასტურებული 23 შემთხვევიდამ 3 ახალი შემთხვევა ე.წ. ხოფის კლასტერია, 2-ის წყარო უცნობია, 1 იუსტიციის სახლის თანამშრომელია, დანარჩენი კი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია.
მარინა ეზუგაბაიამ განაცხადა, რომ აჭარა უკვე წითელი ზონაა.