ღამით ჩოხატაურში ახალგაზრდა კაცი ქვის საამქროში მუშაობისას მძიმედ დაშავდა. მას ძლიერი სისხლდენა ჰქონდა. ექიმებმა კაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დაიწყო რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.