”ეს ხელოვნურად შექმნილი მარშები არაფერს გეუბნებათ?! უცხო ქვეყნად იმპორტირებული, არაბუნებრივი და არაქართულ ჯაჭვთან დაკავშირებით სააკაშვილის რამდენიმე წლის წინანდელი სიგიჟე არ გახსენდებათ?! – ყველაფერში ხელოვნურობაა და მივმართავ ახალგაზრდებს: – ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს! მათ სხვა დაკვეთა აქვთ! […]

ჩვენ გვყავდა ასეთები: კუბილიუსები და ფოტიგები! ფოტიგა ევროპარლამენტიდან გამოაგდეს, რადგან ის ხალხმა არ აირჩია, ხოლო კუბილიუსი იმდენად არაადეკვატური აღმოჩნდა, რომ პოლიტიკას ჩამოაშორეს და ახლა კოსმოსს იკვლევს.

დავსვით კითხვა, რა არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველი? – ამაზე პასუხი არა აქვთ! შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი განხილვაშიც კი არ მიიღო, ხოლო ეუთო/ოდირმა საკუთარ დასკვნაში თქვა, რომ ხარვეზების მიუხედავად არჩევნები შედგა. ამით დამთავრდა!

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა გადარჩეს და დიდ იმპერიებს შორის მსოფლიოს გადანაწილებაში არ მოჰყვეს”,

ეს განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.