“ახალგაზრდებს მოლოტოვები ასროლინეთ.. ჩატები გავხსენით, ინფორმაციები გვაქვს” – ღარიბაშვილი მარტის აქციებზე

“ახალგაზრდებს მოლოტოვები ასროლინეთ.. ჩატები გავხსენით, ინფორმაციები გვაქვს” –  პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მარტის აქციების მონაწილე ახალგაზრდებს “გამოყენებულებს” უწოდებს და ამბობს, რომ “გახსენეს ჩატები”, საიდანაც ინფორმაციები მიიღეს.

“გამოიყენეს და მიაგდეთ მერე ეს ახალგაზრდები, გამოიყენეს, ასროლინეს მოლოტოვის კოქტეილები, ჩვენ ჩატები გავხსენით, ინფორმაციები გვაქვს. თქვენ რა გგონიათ, რომ აქ ვიღაცები რაღაცას გეგმავენ და ჩვენ არაფერი არ ვიცით?!ყველაფერი ვიცით და ყველაფერი კონტროლის ქვეშაა როცა საქმე ეხება უკანონო საქმიანობას. ” – თქვა ღარიბაშვილმა.

ოპოზიციის შეკითხვაზე, რა ჩატები გახსნეს ღარიბაშვილმა უპასუხა – “თქვენი საქმე არაა”

“გამოძიების ფარგლებში ამოღებულ იქნა და ამის თაობაზე ეს ინფორმაციები არსებობს ყველაფერი. ეს თქვენი საქმე არ არის ვისი ჩატები გავხსენით, ვითომ რაღაც საინტერესო ფაქტი დაიჭრა. ამიტომ წყნარად იყავით მშვიდად გააგრძელეთ ცხოვრება” –თქვა ღარიბაშვილმა.