პარასკევი, 18 ივლისი , 2025, 16:50

ახალგაზრდობას მინდა ვუთხრა, ზომბებივით ნუ იქნებიან, აზროვნება ისწავლონ – მეუფე იაკობი

ახალგაზრდობას მინდა ვუთხრა, რომ საუკეთესო ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ რობოტებივით და ზომბებივით ნუ იქნებიან – აზროვნება ისწავლონ. შეიძლება გეგონოს, რომ მივდივარო და ქრისტეს საქმეს ვაკეთებო, მაგრამ სინამდვილეში ბარაბას საქმეს ემსახურებოდა. რუსულ სიტყვას ვიტყვი – ურა პატრიოტი იყო. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ. ერთი რამე იცოდეთ, რომ ჩვენი ეკლესია ყოველთვის იდგება მართლმადიდებლობის სადარაჯოზე და საქართველოს სახელმწიფოს ძლიერებაზე

 თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა დიდ ხუთშაბათს ქადაგებისას.