ოკუპირებულ ახალგორში, საიდანაც სხვადასხვა დაავადების მქონე მოქალაქეებს თბილისში, სამედიცინო მომსახურების მიღებისთვის არ ატარებენ, კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ავრცელებს.
“ამ წუთას კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ჩაკეტილი გზის გამო , რადგან აქ ვერ მიიღო ის სამედიცინო მომსახურება, რაც მას სჭირდებოდა.
ადგილობრივები მასიურად ტოვებენ საკუთარ სახლებს. ერთ-ერთმა მითხრა, ხელმოსაწერად რომ შევედი ადმინისტრაციაში, გამგებელმა მთხოვა, გადამეფიქრებინა და დავრჩენილიყავიო – არ გადაიფიქრა.
თვის ბოლომდე 15 მდე ოჯახი ვიცი, ვინც გამზადებულია დატოვოს სახლი, ბაღი, საფლავები, მოგონებები… სულ ტოვებენ. სამუდამოდ…
საქართველოს მთხლე ხელისუფლება დუმს. პროტესტი არ აქვს. საერთოდ არ აღელვებთ, რას განვიცდით… ამ ადამიანებთან იბრძვიან, სად სცალიათ ახალგორის დაცლისთვის.
ძალიან გთხოვთ, არავინ არც დამირეკოთ, არც მომწეროთ კომენტარზე. მიმართეთ შერიგების სამინისტროს. და გადაეცით ჩვენგან ბრაზი, უმოქმედებისთვის. უუნარობისთვის. უინტერესობისთვის.” – წერს თამარ მეარაყიშვილი.