“პირველ რიგში, ახალი არჩევნებია მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იქნას მიღებული და თუ ქართული ოცნება ამაზე არ წამოვა, ეს მის გარეშეც შესაძლებელია. მთავარი კომპონენტი ხალხია ამ ახალი კონსტრუქციის, რომელიც დემოკრატიას უკავშირდება საქართველოში იმიტომ, რომ დღეს ქუჩის დემოკრატიით იმართება ქვეყანა. მეორე – გამორიცხულია, რომ არჩევნები ჩაატაროს ამ ცესკომ, ან ამ ადმინისტრაციამ ზოგადად. ადმინისტრაცია უნდა იყოს ახალი, დიდი საერთაშორისო ჩართულობით შექმნილი და შერჩეული და მისი უფლებამოსილება არ უნდა იყოს დაკავშირებული არც ერთ მოქმედ სახელმწიფო ორგანოსთან გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დოკუმენტური საკითხებია გასარკვევი.”
განაცხადა ამის შესახებ, “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ. პროდასავლური პოლიტიკური პარტიების ლიდერები კონსულტაციებისთვის იკრიბებიან.