“ახლა მოდის ცივი სეზონი, უკვე ცივა, აცივდა, მოვა სხვა რესპირაციული ვირუსები, განსაკუთრებით, გამოჩნდება ოქტომბრის ბოლოს გრიპი, უკვე ახალი ტერმინი გაჩნდა, ე.წ. წლევანდელი, ტვინდემია. ტვინინგ იცით რა არის, ხომ? დატყუპება, ანუ ტვინდემია ამ ორი ინფექციის — გრიპისა და კოვიდის, რომელიც ძალიან საყურადღებოა და ამიტომ მინდა მოსახლეობამ მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება”
ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. ის მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.