ახალი ფიგურა ბაჩალიაშვილის საქმეში: ვინ არის კაცი, რომელმაც 112–ში დარეკა

„თამარ ბაჩალიაშვილის საქმე არის იმაზე უფრო მძიმე, ვიდრე თავიდან ჩანდა ერთი შეხედვით“ – აცხადებს ჟურნალისტი ელისო კილაძე და საქმეში გამოჩენიოლ ახალ დეტალზე საუბრობს. როგორც მან ტელეკომპანია „კავკასიაში“, გადაცემა „ბარიერში“ განაცხადა, გუშინგვიან ღამით მას დაუკავშირდა მოქალაქე, რომელიც გაეცნო, როგორც გელა მაკარიძე.

„ძალიან უცნაური ისტორია მოყვა. უცნაური ისტორია არის ის,რომ მისი ტელეფონიდან დაირეკა 24 აგვისტოს 112-ში დღის 3 საათზე, მაშინ, როცა მას ტელეფონი თან არ ჰქონდა, დატოვებული ჰქონდა სახლში, თვითონ არ დაურეკავს. მისი ტელეფონით 112-ში დაირეკა თემურ სოხაძის სახელით, რომელმაც 112-ში განაცხადა, რომ არის ძალიან მნიშვნლეოვანი ინფორმაციის მატარებელი ბაჩალიაშვილის საქმეზე. გელა მაკარიძე წაიყვანეს დაკითხვაზე, გამოკითხეს, დაუსვეს უცნაური კითხვები – რა შეხება აქვს ბაჩალიაშვილის ოჯახთან. დაუსვეს კითხვები ბაჩანა ლობჟანიძესთან ნაცნობობასთან დაკავშირებით. საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს და არ იცნობს ბაჩალიაშვილის საქმის არც ერთ ფიგურანტს. გამოუშვეს დაკითხვიდან და დაახლოებთ ათი დღეა საჭირო, რომ ექსპერტიზა და ხმის იდენტიფიკაცია მოხდესო.

რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე? ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი და მე შევხვდით გელა მაკარიძეს, ვთხოვეთ, თუ კიდევ დაიბარებენ, ან სხვა მიმართულება გაჩნდება ბაჩალიაშვილის საქმეზე, ჩვენ შეგვატყობინოს. წარმოდგენაც კი არ აქვს, რატომ შეიძლება უკავშირდებოდეს ვინმე თემურ სოხაძე მას და მისი ტელეფონიდან განხორციელებულ ზარს. მას უთხრეს, რომ არსებობს ჩანაწერი“ – განაცხადა ელისო კილაძემ.