“გვქონდაო შეცდომებიო, მაგრამ პროფესიონალიზმზე – ძალიან მაგრები ვართო ამ მიმართულებითო. ეს იყო მითი. სინამდვილეში არც “აზრზე მოსულები” არ არიან და “აზრზე მოსულობაში”, “სვეცკობაში” რას გულისხმობდნენ არ ვიცი, არაფერი საამისო მათ არ სცხიათ არც ერთს. მაგრამ ამავდროულად პროფესიონალიზმს იჩემებდნენ და სინამდვილეში, როდესაც ეს ვთქვი მე და რამდენიმე ჩემმა კოლეგამ, ახალი ფორვარდი გამოაჩინეს – ზურაბ ჭიაბერაშვილი. ეს ახალი ფორვარდი ჩაებმება ალბათ ბრძოლაში, არ ვიცი, ზოგმა მყისიერად უარყო ეს ადამიანი. წარმოიდგინეთ ახლა ვისზე ვლაპარაკობთ: ნიკა მელია, ხაბეიშვილი, მუმლაძე და ახლა უკვე ჭიაბერაშვილი. როგორი “აზრზემოსულები” არიან და როგორი პროფესიონალები უკვე ჩანს. აი ეს 4 კანდიდატი არის მათი სახე – ფერი ფერს და მადლი ღმერთს. რაც ეს 4 კანდიდატია ის არის ნაცმოძრაობა თავისი არსით, ბუნებით წარსულით და მომავლით”
განაცხადა “ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე საუბრისას.