“დაახლოებით ვიცით, როდის მოაღწია კორონავირუსმა ჩინეთიდან, ალფამ ბრიტანეთიდან, მერე დელტამ. დედამიწაზე სამწუხაროდ, ამის გაჩერება შეუძლებელია, ამიტომ ეს ყველა დროებითი ზომები ყველამ მიიღო, მათ შორის საქართველომაც, რათა მაქსიმალურად გადავწიოთ პერიოდი ქვეყანაში, როდესაც ვირუსი შემოაღწევს, რომ ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე.
ჯერჯერობით მაინც ვიცით, რომ აცრა ამაზეც მუშაობს, რაც აფრიკიდან გვაქვს ინფორმაცია. რა თქმა უნდა, შემოაღწევს ჩვენთან, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა, მაგრამ ჩვენ გამალებული ურთიერთობა და დღეში რამდენიმე რეისი სამხრეთ აფრიკასთან არ გვაქვს, როგორც იმ ევროპის ქვეყნებს, სადაც ჩავიდა სამხრეთ აფრიკიდან. ვნახოთ, დაახლოებით ერთი თვე უნდა გვქონდეს მარაგში, რომ წინასწარ ვიცოდეთ ზუსტად რასთან გვექნება საქმე.
სწრაფი გავრცელება ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მახასიათებელია, რომ შეშფოთების საგნად იქცეს. სწრაფი გავრცელება ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანი ერთდროულად ხდება ავად, რაც ნებისმიერ ქვეყანაში იწვევს სამედიცინო დახმარების სისტემების გადარტვირთვას”
თქვა NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პალიტრანიუსის ეთერში.