ახალი წელი ჯერ არ დამდგარა და უკვე რამდენიმე ათეული შემთხვევაა დამწვრობის ცენტრში – ქაშიბაძე

ახალი წელი ჯერ არ დამდგარა და უკვე რამდენიმე ათეული შემთხვევაა დამწვრობის ცენტრში – განაცხადა დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ​მა, გუგა ქაშიბაძემ.

“მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი ჯერ არ დამდგარა, უკვე რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდა დამწვრობის ცენტრში. საბედნიეროდ, ფოიერვერკებით და მაშხალებით დაზიანების მძიმე შემთხვევები არ გამოვლენილა, წლიდან წლამდე მატულობს ასეთი დაზიანებები,

ექიმისთვის გულდასაწყვეტია ისეთ ტრავმასთან მუშაობა, რომლის თავიდან აცილება თავისუფლად შეიძლებოდა, მითუმეტეს, ამ შემთხვევების ნახევარი მოდის ბავშვებზე. სტატისტიკა მხოლოდ დამწვრობის არაა, ბუნებრივია, ძალიან ხშირია ნაკვეთი ჭრილობები, თითების ამპუტაცია, თვალების დაზიანება. მე ვფიქრობ, ყოველგვარი მაშხალების და ფოიერვერკების აფეთქების გარეშეც მოვა ახალი წელი. დროა, ბოდიშით და სულელურ ტრადიციაზე უარი ვთქვათ”, – თქვა გუგა ქაშიბაძემ.