” ახალი წესით ჟვანია თავისთავად წავა, ჟვანია ულუ და ჟვანია ნარინი ხოარ იქნებიან?”-ამის შესახებ პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში ფორმულასთან ისაუბრა. მანამდე, იგი საარჩევნო რეფორმის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო.
“ჟვანიას გადადგომა/არგადადგომაზე სალეჩოების თანდასწრებით საუბარი არ იქნებოდა. ეს არ არის არსებითი საკითხი, არსებითია ის, რომ თავიდან ბოლომდე შეიცვალოს საარჩევნო სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ თამარ ჟვანიას ავტომატურად მოუწევს წასვლა, ახალ წესს თუ ვირჩევთ, რომლის მიხედვითაც ახალი თავმჯდომარე უნდა ავირჩიოთ, ჟვანია როგორ დარჩება? ჟვანია ულუ და ჟვანია ნარინი ხომ არ იქნებიან, არა?” – განაცხადა ელისაშვილმა.