ახალი წლის ღამეს გორში ძმამ ტყუპისცალი ძმა მოკლა

გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ახალსოფელში ძმამ ცივი იარაღით ტყუპისცალი ძმა მოკლა. შემთხვევა ახალი წლის ღამეს მოხდა.

შსს-მ კაცი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.