ქუთაისში ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკით დაშავებული ქალი 8 იანვარს, გარდაიცვალა.
მას დაზიანება თავის არეში ჰქონდა და სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ქუთაისში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.