საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს საქართველოში პიროტექნიკით დაზიანების 51 შემთხვევა დაფიქსირდა.
თბილისი – 36 პაციენტი, მათ შორის, ჰოსპიტალიზებული – 27 პაციენტი
რეგიონები – 15 პაციენტი, მათ შორის, ჰოსპიტალიზებულია 9 პაციენტი.
გარდა ამისა, ახალი წლის ღამეს, სავარაუდოდ, პიროტექნიკის გამოყენების გამო გაჩნდა რამდენიმე ხანძარი, დაზიანდა სასაწყობე შენობები და ავტომობილები