აშშ-ში კონექტიკუტის შტატში ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ today-წერს. ამ შემთხვევას შტატის გუბერნატორი ნედ ლემონტი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.
„დღეს მწუხარებით ვადასტურებთ კონექტიკუტში ბავშვებს შორის სიკვდილის პირველ ფაქტს, რომელიც კორონავირუსს უკავშირდება. 6 კვირის ასაკის ახალშობილი გასული კვირის ბოლოს იყო ჰოსპიტალიზირებული და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გასულ ღამეს ჩატარებულმა ტესტირებამ დაადასტურა, რომ ახალშობილი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ეს აბსოლუტურად ძშემზარავი ფაქტია“, – დაწერა გუბერნატორმა.