ახალციხეში კორონავირუსით “ევექსის” კლინიკის 2 ექიმი გარდაიცვალა

ახალციხის “ევექსის” კლინიკის 2 ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას კლინიკის პრესსამსახურიც ადასტურებს.

მათივე ცნობით, ორივე პაციენტს თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა და ორივე 70 წლის იყო.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 42 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 4 321 ახალი შემთხვევა, ხოლო 4 301 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია –162 475
  • გამოჯანმრთელებულია – 133 511
  • გარდაცვლილია – 1 504
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 1282