sknews-ის ინფორმაციით, დღეს, 5 მაისს, ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში მცირეწლოვანი გარდაიცვალა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.