“დღევანდელი 5% ნუ მოგატყუებით, ივლისის ბოლოს დაიწყება მილიონობით ახალი ვაქცინის შემოტანა. ქსელი ძალიან კარგად არის მომზადებული და კიდევ დაემატება ვაქცინაციის პუნქტები. იდეალურად არის, იცით, უსაფრთხოების უმაღლესი გარანტიებით.
ის პირველი შემთხვევა, სამწუხარო რომ მოხდა ახალციხეში, იმან გარკვეულწილად კარგი სამსახური გაუწია საქართველოს – ვაქინაციის ქსელი გაშლილია მხოლოდ ყველაზე კარგად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებებულებებში, მათ შორის, სადაც არის რეანიმაცია. ამიტომ არცერთი გართულება არ ყოფილა 150 ათასი კაციდან. პირველის გარდა, რომელიც ძალიან სამწუხაროა, ერთი გართულებაც არ ყოფილა”
თქვა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.