ახალციხეში, საკუთარ სახლში მოხუცი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის მოკლულია.
მეზობლები ამბობენ, რომ ქალი ორი დღის განმავლობაში არ უნახავთ, სახლში შესულებს კი ის გარდაცვლილი დახვდათ.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.