ახალციხეში გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ 60-მდე მასწავლებელი აიცრა. ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი და ჯანდაცვის სხვა ექსპერტები ახალციხეში 60-მდე მასწავლებელსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და კორონავირუსისა და ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა ვაქცინაციის პროცესში რაც შეიძლება მეტი მოქალაქის ჩართვას გაუსვა ხაზი.
“პანდემიის წინა ხაზზე მომუშავე ძირითადი პერსონალის, როგორებიცაა მასწავლებლები და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლები, ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებში და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს მისაღწევად”, – განაცხადა მან.
საქართველოში კორონავირუსს 6230 ადამიანი ემსხვერპლა. მხოლოდ ბოლო 24 საათში 48 ადამიანი გარდაიცვალა. აცრა იცავს სიკვდილისგან.