“წლის დასრულებამდე რამდენიმე დღე დარჩა. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მტერი შეეცდება, სიტუაცია კიდევ უფრო გაგვირთულოს. რუსეთმა წელს ყველაფერი დაკარგა, რაც შეეძლო. თუმცა ის დანაკარგების ანაზღაურებას პროპაგანდისტების საშუალებით ცდილობს. დარწმუნებული ვარ, რომ სიბნელე ხელს არ შეგვიშლის ოკუპანტების კიდევ ერთხელ დამარცხებაში, მაგრამ ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ. […] მადლობა თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს, ყველა სერჟანტსა და მეთაურს, ყველა ოფიცერსა და გენერალს. მადლობა მსოფლიოს ლიდერებს და ხალხს, რომლებიც წელს უკრაინასთან ერთად გახდნენ თავისუფლების მცველები”.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში  განაცხადა.