ახია ჩვენზე, მეტის ღირსი ვართ, ასეთი გაცვეთილი მედროვეებისთვის რომ გვემეტება ადგილი სიაში-მელია

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება აჭარის უზენაესი საბჭოს წევრის, ირაკლი ჩავლეიშვილის გამოსვლას, რომელსაც ორი დღის წინ ერთ–ერთმა აქტივისტმა ნაგვის ურნის შიგთავსი თავზე დააყარა. რესპუბლიკური პარტიის წევრი ჩავლეიშვილი არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის სიით გავიდა, თუმცა შემდეგ საერთო ოპოზიციურ ბოიკოტზე უარი თქვა და უზენაეს საბჭოში შევიდა.
“ახლა ვუსმინე ირაკლი ჩავლეიშვილს ტვ პირველზე. იდგა და დაფნის გვირგვინდადგმულივით ლაპარაკობდა უტიფრად, იდგა და შუბლის ძარღვგაწყვეტილი ლანძღავდა იმ პარტიას, რომლის მხარდამჭერთა ხმებითაც გახდა დეპუტატი.
ახია ჩვენზე, მეტის ღირსი ვართ, ასეთი გაცვეთილი მედროვეებისთვის რომ გვემეტება ადგილი სიაში და ჩვენი პატრიოტი მხარდამჭრების ხმებით რომ ვსვამთ თბილ სავარძლებში.
ასეთ სტაჟიან მედროვეებს ნაგავი ნამდვილად არ უნდა დააყარო, მიუღებელიც არის და არ შეიძლება, ისტორიის სანაგვეზე კი უნდა მოისროლო7
ეს შემთხვევა გაკვეთილად უნდა იქცეს ჩვენთვის და ასეც იქნება, ასეთი გადამფრენი ჩიტებისთვის ადგილი აღარ იქნება ჩვენს სიაში.“– წერს ნიკა მელია.